“პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა და მე სრულად ვეთანხმები” - პრემიერი რუსეთ-უკრაინის ომზე
ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული, უკრაინა ახლა განადგურებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს, როდესაც იგი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა.
„პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა და მე სრულად ვეთანხმები ამას. რა თქმა უნდა, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული. და ბოლოს, ხედავთ, რომ ქვეყანა, ძალიან კარგი ქვეყანა, მეგობრული ქვეყანა, უკრაინა, ახლა განადგურებულია. მათ უზარმაზარი პრობლემები აქვთ, არის ამდენი მსხვერპლი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, განადგურებულია ეკონომიკა".
კითხვაზე, აღიქვამს თუ არა საქართველოს მთავრობის მეთაური ამ ომს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მარიონეტულ ომად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის მარიონეტული ომი დასავლურ საზოგადოებასა და რუსეთს შორის.
„აშშ-ის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს არის მარიონეტული ომი. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის შეერთებული შტატების, მაგრამ ეს არის მარიონეტული ომი დასავლურ საზოგადოებასა და რუსეთს შორის. ამიტომ, მე უბრალოდ ვიმეორებ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფორმულირებას".
სიახლეები
- კაცი, რომელმაც მეზობელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს
- ,,კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან” – შალვა პაპუაშვილი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 55 წლამდე მამაკაცი მოკლეს
- ოდესის სანაპიროზე ათობით მკვდარი დელფინი იპოვეს
- ,,ჯო უილსონს აკვიატება აქვს და ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება, ცუდი იქნება – მისი ერთადერთი მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა”- შალვა პაპუაშვილი
