უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება ეს საარჩევნო პროცესი, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი.
ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციას სტატუსი გაუუქმა.
სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არ გაიზიარა მმართველი გუნდის ინიციატივა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე.
აქამდე ამ ქვეყანას არ ჰყოლია ხელისუფლებაში რუსები. პირველად, ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და ძალიან ცხადი გახდა ვისთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ რუსთავში, „კოალიცია ცვლილებისთვის” პირველ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
“მიხაილ როთი არის პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რაც საუკეთესოა, ყველაფერი დაამცირა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.