მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე, ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დღეს სანქციები შეეხო დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ ელიტა , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიმართავს, დასაჯონ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას.
კახა კალაძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ამერიკელი ეკონომისტისა და საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსის, ჯეფრი საქსის ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება სიფრთხილე და წინდახედულობა, რის შესახებაც ის ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებდა.
მოსამართლე ლევან გელოვანმა ოთხიათასლარიანი გირაოთი შეუცვალა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს ალეკოს ელისაშვილს. ის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე იყო ბრალდებული.
