ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე და ფეხქვეშ თელავდნენ მათ უფლებებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების მხრიდან შეტევა იმიტომ ხორციელდება, რომ ქვეყანას ლიბერალური პარტია არ მართავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავი მიულოცა.
“როგორც სომხური საექსპერტო საზოგადოების წევრს, რომელიც სომხეთისა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უჭერს მხარს, არ მომწონს სალომე ზურაბიშვილის საუბრის სტილი, რომლის თანახმადაც საქართველოში არჩევნები „სომხური კარუსელის“ მეშვეობით გაყალბდა”, – ამის შესახებ ექსპერტი სომხეთიდან, სოსი ტატიკიანი სოციალურ ქსელში წერს.
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მოითხოვონ, ამომრჩეველთა სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება და მას ექნება უფლებამოსილება, გააგრძელებს მუშაობას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული.
