“დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან” – ნიკა გვარამია
“დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
გვარამია პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას ეხმაურება.
“ეს თუ სასაცილოა და აღარ ვიცი.
ოღონდ, მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციამ არ გააფრთხილა წინასწარ ყველა, რომ საღადაო კი არა, სატირალი იყო, საბრძოლო და ქუჩაში გამოსასვლელი და იმიტომ გვყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი. იმიტომ, რომ ოპოზიციამ წინასწარ და დამარცვლით არ ახსნა და გეგმა ,,აბგდევზთ’’ არ წარმოადგინა.
არ გვითხრეს, თორემ აბა რას ვიზამდითო. კოლონა დაგვანახეს, შინაგანი სიმშვიდე მოგვგვარეს, თორე როგორ არ ვიზამდითო…
ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური ნაჯახი!
ეგერაა ბატონო მოედანი (სალომეს სასახლის წინ) და ერთად მოვძებნოთ ბურთი!”, – წერს გვარამია.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
