"ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის" - გიორგი გახარია
ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი, სადაც ვართ, მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის , - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას მოსაზრებით, აქციის შედეგების ხალხზე დაბრალება „არის ისეთი წარმოუდგენელი შეცდომა, რომელსაც ხალხი არავის აპატიებს“.
„ნებისმიერი რადიკალიზაცია, სადაც არ უნდა იყოს: ქუჩაში, დაპირისპირება.... ეს ივანიშვილისთვის ისეთი საჩუქარი იქნება, რომ ამის გაკეთება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენი გზა არის თანმიმდევრული, გონიერი ცივსისხლიანი იმისათვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების გზაზე. რა აჯანყება?- აჯანყებას რომ იძახიან, იმიტომ მოხდა გუშინ ის, რაც მოხდა. ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი, სადაც ჩვენ ვართ, ეს მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალიც არის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ თავისი პასუხისმგებლობა გაიაზროს. ყველამ უნდა გაიაზროს თავისი შეცდომები, წინააღმდეგ, შემთხვევაში სულ ასე ვიქნებით. ჩვენ არასდროს შეგვშინებია შეცდომების აღიარების, თუ ჩვენ შეცდომა არ ვაღიარეთ, ხვალ და ზეგ ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ. ხალხისთვის დაბრალება - ეს არის ისეთი წარმოუდგენელი შეცდომა, რომელსაც იგივე ხალხი არავის აპატიებს. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა გუშინ“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ოპოზიციაში ყოფნა ორჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
როგორც გახარია აღნიშნავს, გადამეტებული მოლოდინების შექმნას, ადამიანების ემოციებზე და სენტიმენტებზე თამაშს მოჰყვება დიდი იმედგაცრუება და გაბრაზება, რაც დღეს საზოგადოებაშია.
გახარია ფიქრობს, რომ თუ ასე გაგრძელდება, ხალხის გაბრაზება ოპოზიციის მიმართ უფრო გაიზრდება, ვიდრე ხელისუფლების.
„გუშინდელი აქციის ორგანიზატორები ჩვენ არ ვყოფილვართ. გუშინ იქ იყო ჩვენი ამომრჩეველი და მე, რა თქმა უნდა, მათ გასამხნევებლად მივედი. ძალიან კარგად ჩანდა ის იმედგაცრუება, რომელსაც გუშინდელი აქცია გამოიწვევდა. ეს იმედგაცრუება რომ არ გადადებოდა ჩვენი გუნდის წევრებს და ჩვენს მხარდამჭერებს, სწორედ ამიტომ მივედი იქ და ვამაყობ იმით, რომ მივედი.
ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ხარ ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან. პირიქით, მაშინ, როდესაც ასეთი უვარგისი ხელისუფლება გვყავს, ოპოზიციაში ყოფნა ორჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ნებისმიერ სიტყვას, არაგონივრულ, გადამეტებული მოლოდინების შექმნას, ადამიანების ემოციებზე და სენტიმენტებზე თამაშს, მოჰყვება ის დიდი იმედგაცრუება და გაბრაზება, რომელიც დღეს არის ჩვენს მოქალაქეებში, თუ ასე გაგრძელდება, ეს გაბრაზება ოპოზიციაზე უფრო გაიზრდება , ვიდრე ხელისუფლებაზე. გიჟური იდეებით, დღეს ერთი, ხვალ მეორით , ყველანაირი გეგმის და თანმიმდევრულობის გარეშე, ეს პრობლემა იქნება.
მე ამ ხალხთან [ოპოზიცია] მაკავშირებს ერთი რამ, ეს არის გაყალბებული არჩევნები და ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ქვეყნის დაკარგული და მოკლული ევროპული პერსპექტივა. სხვა ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს“, - განაცხადა გახარიამ.
გახარია გამორიცხავს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რადიკალიზმში მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ნებისმიერი ფორმის რადიკალიზაციის წინააღმდეგი. მე რადიკალიზაციის მოლოდინი მაქვს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნებისგან“. რადიკალიზაცია, რომ მოახდინო ორი მხარეა საჭირო. სარკეში ხომ არ დადგები და თავს ხომ არ გაიგიჟებ?! მთელი ჩვენი უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ რადიკალიზაცია ხდება ნაცების“ და „ოცნების“ ურთიერთ დინამიკაში და ისინი ერთმანეთს უწყობენ ხელს.
რადიკალიზმი არ არის, პარლამენტში, საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის გარეშე, ოპოზიციის გარეშე მარტო ზიხარ და რაღაც თეატრში მონაწილეობ?!“, - განაცხადა გახარიამ.
ასევე ის გამოეხმაურა ოპოზიციის იდეას “სახალხო პარლამენტის“ შექმნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ყოველდღე საზოგადოებას სიურპრიზებით აღვიძებდე.
„აქამდე ერთი არალეგიტიმური პარლამენტი გვქონდა, ახლა ორი არალეგიტიმური პარლამენტი იქნება. იქ არ შევდივარ და მეორე არალეგიტიმურ პარლამენტში არ შემიყვანოთ.
ქვეყანაში გვყავს ერთი არალეგიტიმური პარლამენტი, რა გინდათ, კიდე ერთი არალეგიტიმური პარლამენტი შევქმნათ? რატომ აკეთებ იმას, რომ ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ აქეთ დაგცინოს. შემდეგ ერთმა უნდა უძახოს შენ ხარ არალეგიტიმური, მეორემ არა შენ ხარ. ეს არის არა თანმიმდევრულობა; არ შეიძლება ყოველდღე საზოგადოებას სიურპრიზებით აღვიძებდე“,- განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- "აუცილებელია, მოხდეს რეჟიმის დელეგიტიმაცია - ძალიან გთხოვთ, ნუ დაიღლებით საქართველოსგან" - ნიკა გვარამია
- "ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს" - ელეონორა არჩაია
- უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი