ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა პარამეტრით, ყველა მონაცემით წინ ვუსწრებდით და ვუსწრებთ დღესაც მოლდოვას, უკრაინას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მიმდინარე წლის აპრილში ეროვნული ბანკის ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 5.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილს აქვეყნებს.
ის, რომ შეკითხვები არსებობს და ამასთან დაკავშირებით დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, ეს უკვე საგანგაშოა, რადგან ჩვენნაირი ქვეყანა ამ ომის ვითარებაში არ უნდა აჩენდეს საკუთარი ხელისუფლების არასწორი განცხადების გამო შეკითხვებს, შეკითხვები გაჩნდა და ძალიან ბევრი სტატია დაიბეჭდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
რუსეთი ცდილობს, რომ, აფხაზეთის გავლით, სომხეთთან სარკინიგზო კავშირი აღადგინოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
