ივნისი 28 2023 წაკითხვა 678 ჯერ

ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომელიც მზადაა ნებისმიერ მომენტში ჩემს გასასინჯად ჩამოვიდეს, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს - რატომ არ უშვებენ? იმიტომ, რომ ეშინიათ ევროკავშირმა არ აღმოაჩინოს მოწამვლის კვალი, არ თქვას, რომ მდგომარეობა ბევრად მძიმეა, ვიდრე ესენი აღწერენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს.

ივნისი 28 2023 წაკითხვა 569 ჯერ

გლობალური ომის პარტია თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს სტატუსი, მას შეუძლია, გამოწიოს ნებისმიერი ერთი ქვეყანა და ჩვენ სტატუსი არ მოგვენიჭება, ასეთ პირობებში ჩვენთვის ნებისმიერი ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა განსაკუთრებით ღირებულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ივნისი 28 2023 წაკითხვა 691 ჯერ

ჩვენ მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას, კობახიძის და ღარიბაშვილისნაირ „ჩმორებს“, არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ თუ, რა თქმა უნდა, ჩასაფრებით და მუხანათურად არ გააკეთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ივნისი 28 2023 წაკითხვა 439 ჯერ

ოპოზიცია ცდილობს, ამ ვიზიტისგან სკანდალი შეექმნას, რადიკალური ოპოზიცია ეჭვებითა და სკანდალებით მოქმედებს და მათ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

ივნისი 28 2023 წაკითხვა 623 ჯერ

გვარამია ციხიდან გამოვიდა და ეგრევე შეცდომა დაუშვა, საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება პრიგოჟენით დაიწყო, ჩანს, რომ მას არანაირი პოლიტიკური წარმატების რესურსი არ აქვს და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვერაფერს ვერ შემატებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ივნისი 27 2023 წაკითხვა 541 ჯერ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება არსებულ ვითარებას აცდენილია.

გვერდი 335 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.