April 10, 2026

ნოემბერი 24 2021 წაკითხვა 570 ჯერ

ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი - რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება - ასე უნდა მივუდგეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ნოემბერი 23 2021 წაკითხვა 725 ჯერ

პოზიტივი და მნიშვნელობა მაშინდელი 23 ნოემბრის ცალსახაა, მოლოდინები გაჩნდა საზოგადოებაში, თუმცა, მოლოდინები არათუ არ გაამართლა „ნაციონალურმა მოძრაობამ", არამედ მთელი საქართველო ჰყავდათ პოლიტიკური ტერორის ჯაჭვში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა "ვარდების რევოლუციის" 18 წლისთავთან დაკავშირებით დაკავშირებით განაცხადა.

ნოემბერი 23 2021 წაკითხვა 680 ჯერ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლისთავთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ღია წერილს ავრცელებს.

 

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველო დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას და ის 18 წლის შემდეგ, ხელახლა დებს ამ ფიცს.

 

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, „ვარდების რევოლუციამდე“ საქართველო იყო სიბნელეში და მის შემდეგ გაბრწყინდა.

 

„ჩემო განსაკუთრებულო ხალხო, „ვარდების რევოლუცია“ თქვენი შექმნილია და მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა „ერი სხვა ერთა შორის“, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა.

 

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ ჩამოვიდა და გვიწოდა „მსოფლიო დემოკრატიის შუქურა“. მითხრა, რომ ეს ვიზიტი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი მოგზაურობა.

 

ქართველები ვართ განსაკუთრებული ერი! არ ვიმსახურებთ არც სიღატაკეს და არც სიბნელეს! ჩვენ არ ვართ ზარმაცები, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ, არამედ იმ 9 წელიწადში ყველაზე სწრაფად ვმუშაობდით და ვვითარდებოდით.

 

მე რომ არ მჯეროდეს ჩემი ერის გამბედაობის და დიდბუნებოვნების, სიცოცხლეს არ გავრისკავდი და არ ჩამოვიდოდი ახლა. დიახ, მე ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელში ჩავდე იმიტომ, რომ მე მჯერა თქვენი და თქვენც უნდა ირწმუნოთ საკუთარი ძალების.

 

„ვარდების რევოლუციის“ თაობაა ის ხალხი, ვინც უმაღლესში ქრთამის გარეშე ჩააბარა, ვინც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში ისწავლა, ვინც უსაფრთხო სკოლაში გაიზარდა და არაძველბიჭურ გარემოში გადიოდა გარეთ. „ვარდების რევოლუციის“ თაობაა თავისუფალი, ლაღი გოგო-ბიჭები, რომელთათვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა.

 

როდესაც საქართველოს ჰიმნის პირველი რედაქცია მომაწოდეს, საკუთარი ხელით დავამატე სიტყვები,(რომელიც ამოღებულ იქნა)- "თავისუფლება დღეს ჩვენი" ... ეს ჩემი ცხოვრების დევიზია და ეს სიტყვები როგორც არასდროს, ისე აქტუალურია დღეს ჩვენთვის.

 

„ვარდების რევოლუციამ“ საქართველო რეგიონის სუპერვარსკვლავად აქცია და მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. ის იყო შთაგონება უკრაინის, ყირგიზეთის, ლიბანის, არაბული სამყაროს რევოლუციებისთვის. ჩვენს რეფორმებზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, რის გამოც საქართველო მტრის განსაკუთრებულ სიძულვილს იმსახურებდა.

 

ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დღეს, თქვენს წინაშე, 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ამ ფიცს!

 

ყველანი უნდა გავერთიანდეთ მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო!

 

ქართველები დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და დავანახებთ ყველას, რომ არც ზარმაცები ვართ და არც გამყიდველები. არც უმნიშვნელოები ვართ და არც მონობისთვის დაბადებულები!თავისუფლება დღეს ჩვენი!

 

წმინდა გიორგი შეგვეწიოს ჩვენს გარდაუვალ გამარჯვებაში!“,-აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

 

ნოემბერი 22 2021 წაკითხვა 553 ჯერ

ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ნოემბერი 21 2021 წაკითხვა 649 ჯერ

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო გამოცემას, POLITICO-ს მისი ადვოკატებისა და თანაპარტიელების მეშვეობით წერილი გაუგზავნა.

ნოემბერი 21 2021 წაკითხვა 543 ჯერ

ვწყვეტთ საპარლამენტო ბოიკოტს, რაც გულისხმობს იმას, რომ ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში პარლამენტში მუშაობას, - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ ანაცხადა.

გვერდი 487 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.