"დღეს სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებმა შეაბიჯა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე" - ნიკოლ ფაშინიანი
კმაყოფილებით მინდა დავაფიქსირო, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებმა შეაბიჯა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში, სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეთერთმეტე სხდომაზე განაცხადა
.
მისივე განცხადებით, 2019 წელს საქართველომ და სომხეთმა ამბიციური მიზანი დაისახეს, რომელიც გულისხმობდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდას 1 მილიარდ დოლარამდე. შესაბამისად, როგორც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, ახლა როდესაც ყველა სწავლობს კოვიდის პირობებში ცხოვრებას, აღნიშნული მიზნის განხორციელების დროა.
"2019 წელს ჩვენ საქართველოსთან ამბიციური თამასა განვსაზღვრეთ, მიზნად დავისახეთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა ერთ მილიარდ დოლარამდე. კოვიდის პანდემიამ შეანელა ეს პროცესი, მაგრამ ახლა, როდესაც ვსწავლობთ კოვიდის პარალელურად ცხოვრებას, წინადადება მაქვს, განვაგრძოთ ჩვენი მიზნის მისაღწევი ყველა მიმართულება და აუცილებლად მივაღწიოთ ერთ მილიარდ დოლარამდე ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას.
მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა სამი წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის მიღწევამდე. ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისმა კომისიამ შექმნა საუკეთესო პირობა იმისა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი, ესეც უპრეცედენტოა. მთავრობათაშორისი კომისიის ეს სხდომა უნდა ჩატარებულიყო ჯერ კიდევ შარშან, მაგრამ პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო, არ ჩატარდა, მაგრამ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დინამიურია. დღეს ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი მოიცავს მრავალ სფეროს, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები კი ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.
რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, ამ სფეროში ჩამოყალიბდა მკაფიო მიმართულებები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმის და სხვა სფეროებს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა ურთიერთნდობა, რომელიც დამყარებულია ჩვენი ხალხების ისტორიულ მეგობრობაზე. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობების ადამიანურ და ემოციურ სფეროს, ეს ეხება არა ხოლოდ ჩემსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებს, არამედ თანამშრომლობას მთავრობებს შორის. ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ოფიციალური, არამედ ადამიანური ურთიერთობები. ჩვენ ეს ნდობა უნდა გავაღრმავოთ. წელს მე და ბატონი პრემიერი შევხვდით უკვე 4-ჯერ, მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა და ეს საფუძველია იმისა, რომ შევძლოთ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი დონე განვსაზღვროთ და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციული დონე უფრო ავამაღლოთ",- განაცხადა ფაშინიანმა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო