"დანაშაული აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება" - მეუფე იოანე

მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს , - ამის შესახებ ქუთაისის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, დანაშაული აღიარებული თუ იქნება, შენდობილი იქნება.

 

„მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. მე არც პროკურორი ვარ, განაჩენს ვერ გამოვიტან. ჩვენ გვინდა იყოს მშვიდობა და ერთობა ქვეყანაზე. როდესაც არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის რაღაც სადავო საკითხები, მაშინ ამ სადავო საკითხებზე შეთანხმდნენ. დანაშაული აღიარებული იყოს, აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება. თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი და შენს სიმართლეს დანაშაულს, მაშინ როგორ შევრიგდებით. უნდა შევთანხმდეთ თუნდაც ტერმინებზე. მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს მან, ვინც ეს ჩაიდინა. აღიაროს, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა. ეს მაინც გააკეთოს. ვინ? ვინც მკვლელი იყო. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე დისტანციურად? ეს რა მკვლელობა არ იყო?!“,-აღნიშნა მეუფემ.

 

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე 7 ნოემბრის საქმეზე არ უსაუბრია.

 

„მოვისმინე სასამართლო, რასაკვირველია, თქვენც მოისმინეთ. მას დაუსვეს კითხვა7 ნოემბრის შესახებ, 2 საათი 40 დღის ნაშიმშილები ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ვერ გააჩერეს და რას ლაპარაკობდა? 7 ნოემბერზე კი არა, რომ თურმე უკრაინა ააყვავა, საქართველო ააყვავა, საოცარი ადამიანია, მთელი მსოფლიო პატივს სცემს. პროკურორმა ჰკითხა, კი მაგრამ, ჩვენს კითხვებზე პასუხი? დავიღალეო. 2 საათიანი ლაპარაკით კაცი დაიღლება აბა რა, ნორმალური ადამიანი დაიღლება და წავიდა“, - აღნიშნა მეუფე იოანემ.

წაკითხვა 294 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.