საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი პარტია მუშაობას პარლამენტში გააგრძელებს. ელისაშვილის განცხადებით, ამის შესახებ შეთანხმება დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა.
რუსული გაზეთის „იზვესტიის“ («Известия») 27 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სდექ“ მოხსნილია: რუსეთსა და საქართველოს, საზღვრის გახსნის მიზნით, მოლაპარაკებების განახლება თებერვალში შეუძლიათ“ (ავტორი - ელნარ ბაინაზაროვი), რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენასა და ტურიზმის აღორძინებაზე საუბრობს.
“კვირის ბოლომდე საქართველოს მთავრობა ეკონომიკის გახსნის გეგმას წარმოადგენს. ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა ეტაპობრივად აღდგება, როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა.
“ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება და ამ ეტაპზე ისიც კი გაუგებარია, შეძლებენ თუ არა ერთობის შენარჩუნებას მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე, რომელიც თვის ბოლოსაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე უკვე გამოიკვეთა ორი დაპირისპირებული ჯგუფი - ერთის მხრივ “მოქალაქეები” და “გირჩი”, მეორეს მხრივ კი “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელო”.
პარტია ,,ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს უთხრა, რომ ოპოზიციის შეხვედრებზე აღარ მივიდეს.
