ნიკა მელია აუცილებლად შევა ციხეში - სოზარ სუბარი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ნიკა მელიას მიმართ კანონი აუცილებლად აღსრულდება და ოპოზიციური პარტიის ლიდერი საპატიმროში მოხვდება.
მისივე თქმით, დღეს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან, ნიკა მელიას საქმეზე საუბარი არ ყოფილა.
,,ირაკლი ღარიბაშვილთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, კანონი არის კანონი და ის აუცილებლად აღსრულდება, ეგ არის ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციაც და გუნდში ყველას პოზიციაც.
როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომ ვიღაცას მიესაჯა წინასწარი პატიმრობა, ან განხილვა დამთავრდა და მიესაჯა პატიმრობა, საქმე აუცილებლად უნდა აღსრულდეს.
ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს წინასწარი პატიმრობა, ის აუცილებლად შევა ციხეში. საუბარი არის კონკრეტულად მელიაზე. ვადაზე და ა.შ. დღეს ნამდვილად არ იყო ამაზე საუბარი," - განაცხადა სოზარ სობარმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
