სექტემბერი 06 2025 წაკითხვა 317 ჯერ

“რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, ორად გაყოფილი, „ნაცმოძრაობა” და „ახალი” ღალატად აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობას და ხაზარაძე და გახარია, 2 პარტია არჩევნებში მონაწილეობს, რეალურად, გაიხლიჩა რადიკალური ოპოზიცია, რაც ძალიან კარგია, ეს ყველაფერი გვიმარტივებს 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სექტემბერი 06 2025 წაკითხვა 312 ჯერ

ესენი იმდენად აგრესიული დაჯგუფებაა, რომ მზად არიან ერთმანეთი დაჭამონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

სექტემბერი 06 2025 წაკითხვა 592 ჯერ

ძალიან კომიკური პერსონაჟი რომ არ იყოს ხაბეიშვილი, კანონსაწინააღმდეგო მოწოდებასთან გვაქვს საქმე – რევოლუცია და არჩევნების დღეს ექსტრემიზმი, ამას გეგმავენ. მაგრამ ვიცით, რომ მათ ამისი არანაირი რესურსი აღარ შერჩათ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების შესახებ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა: „ქვეყანა საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს – ვერთიანდებით, 4 ოქტომბერს გარდაუვალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“.

სექტემბერი 05 2025 წაკითხვა 268 ჯერ

“მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე ბოლო რამდენიმე ხანია 4 ოქტომბრის მნიშვნელობაზე საუბრობს და ეროვნულ შეკრებას აანონსებს. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლების დასამხობად ორი მილიონი მოსაწვევი უკვე შეკვეთილია. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ამას სერიოზულად ვერ აღიქვამს, მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ იქამდე ოპოზიციას სამუშაო აქვს.

სექტემბერი 05 2025 წაკითხვა 730 ჯერ

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისთვის და მისი პარტიის კიდევ ერთი ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა "ე.წ. პრეზიდენტის მიერ შეწყალება". ეს აქტი მან შეაფასა "დაპირისპირებისა" და "შავი პიარისთვის" გამიზნულ ნაბიჯად. ამასთან, მისი სიტყვებით, არ იცვლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სექტემბერი 05 2025 წაკითხვა 614 ჯერ

“პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონვის შემდგომ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია. ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს, შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით, “- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციის იმ ლიდერებისგან მოწოდების საპასუხოდ, რომლებიც “ლელოს” მოუწოდებენ, არ მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.

გვერდი 58 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.