“ვფიქრობთ, 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება” - ირაკლი კობახიძე
ვფიქრობთ, თვითმმართველობის არჩევნები ჩაივლის მშვიდად და 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო.
„დღეს გვაქვს მშვიდი ვითარება. ჩვენ წინ გველოდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ვფიქრობთ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად და ასევე 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება. რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ბიზნესისთვის ბუნებრივია, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს და სტაბილურობას პოლიტიკური თვალსაზრისით. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო თქვენი ბიზნესსაქმიანობის განხორციელებისთვის.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან კონსულტაციები, თქვენთან მუშაობა, თქვენთან თანამშრომლობა. დღევანდელი დღეც გვაძლევს ამის ძალიან კარგ შესაძლებლობას და მომავლისთვისაც ვართ სრულიად ღია თანამშრომლობისთვის, კონსულტაციებისთვის, თქვენი რჩევების მიღებისთვის. კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ პატივისცემას და თანამშრომლობის მზაობას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- “აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, გამიმეორა, რომ მიხედავს ამ საკითხს - დამპირდა, რომ დამიკავშირდება” - მიხეილ ყაველაშვილი
- “არ მინდა, ომში მყოფი ქვეყნის ლიდერთან პოლემიკაში შევიდე - ასეთი დამოუკიდებელი და ეროვნულ ინტერესებზე მდგარი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია” - მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს შესახებ ზელენსკის განცხადებაზე
- “ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის - არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან და ახლა ცდილობენ, კაზინოებისა და ბარების დაცვის თანამშრომლებიც დაიმატონ” - ირაკლი ნადირაძე
- “4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513 818 -ს” - ცესკო
- კალიფორნიაში 25-მდე ეჭვმიტანილმა საიუველირო მაღაზია გაძარცვა და 1 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები მოიპარა