სექტემბერი 02 2025 წაკითხვა 220 ჯერ

“პირველი თემა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიას საკვლევად განუსაზღვრა, გახლდათ ძალადობა – ძალადობა, ეს სიმბოლო “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის 9-წლიანი მმართველობისა, რომელიც ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ ორ ნაწილად დაყო და პირველ რიგში, ყურადღება მიაქცია და იკვლია თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი,” – ამის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

სექტემბერი 02 2025 წაკითხვა 463 ჯერ

“საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი,”- ამის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

სექტემბერი 02 2025 წაკითხვა 180 ჯერ

პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება ცნო. საუბარია 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლის მანდატის ცნობაზე. საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

სექტემბერი 02 2025 წაკითხვა 244 ჯერ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაუსჯელობის სინდრომი იყო გამეფებული და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდათ სამართალდამცავ სტრუქტურებს ძალადობის განხორციელებაზე.

სექტემბერი 02 2025 წაკითხვა 268 ჯერ

ჩვენ გვაქვს მტკიცებულება: აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან მხილება, რომ უცხო ფული გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებისდესტაბილიზაციისთვის. ამიტომ დაიხურა ყველა ის ორგანიზაცია, მათ შორის USAID-ი, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია თაღლით ორგანიზაციას ეძახის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაარასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პროკურატურაში დაბარებაზე საუბრისას განაცხადა.

სექტემბერი 02 2025 წაკითხვა 759 ჯერ

“გიორგი გახარიამ ჩამოიხსნა ნიღაბი, ის თავის დროზე დასცინოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, აბა, თუ შეძლებს, ჩამოვიდესო. ახლა თვითონ მხდალი გაიპარა და იმალება ბერლინში”, – ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

გვერდი 53 სულ 734
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.