ვერ გეტყვით, რომ ეს მოულოდნელი იყო, უფრო ის გამიკვირდა, აქამდე რომ გაძლო, - ასე გამოეხმაურა "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი FirstNews.ge-თან საუბარში ალეკო ელისაშვილის განცხადებას, პარლამენტში შესვლის შესახებ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, აღებული ხმებით ვაჭრობა ქართულ პოლიტიკაში ახალი ხილი არ არის, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, ელისაშვილი საკმაოდ ცუდად ახერხებს მისი რეალური მოტივების შენიღბვას.
"მგონი ანალოგიურ აზრზეა ყველა, ვინც ამ ადამიანის საჯარო საქმიანობას ადევნებს თვალს. ის აქამდეც არ იყო რეალური ოპოზიცია (უფრო ოპოზიციის ოპოზიციის როლი ჰქონდა მიჩენილი). პარლამენტში შესვლის შემთხვევაში კი, ის საერთოდ ჩაიკარგება, მაგრამ ვგონებ მას ეს არ ადარდებს: სავარაუდოდ, ის ქართველი ამომრჩევლის ცუდი მეხსიერების იმედზეა, რომლის წყალობითაც ქართულ პოლიტიკაში ბევრი მისნაირი ტრიალებს,"- აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.
როდესაც მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც მანიპულირებული ციფრებითაც კი 27 პროცენტი მიიღო, უუქმებენ რეგისტრაციას, ეს არის პუტინის რუსეთის მართვის მოდელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ უთავმოყვარეობა აღარ არის, პოლიტიკური ხარაკირია პარლამენტში შესვლა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
ირაკლი კობახიძის განცხადება, როდესაც იგი საუბრობს შანტაჟის, მუქარის ენით, ემუქრება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და 700 000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომ იგი ამ პარტიას ჩახსნის რეგისტრაციიდან ინიცირებას გააკეთებს ამ კანონმდებლობის, ეს არის მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა, შანტაჟის და მუქარის ენა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
რუსულ გაზეთ „ნოვიე იზვესტია“-ში («Новые известия») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომაა გამეფებული აფხაზეთში სიღარიბე და ნგრევა: „მოსკოვისთვის ასეთი მდგომარეობა მომგებიანია...“. მასალის ავტორია რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის პარტია „დემოკრატიული არჩევანის“ ლიდერი იგორ დრანდინი, რომელიც ამას წინათ მეორედ (2001 წლის შემდეგ) იმყოფებოდა სოხუმში.
რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ში («Комсомольская правда») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ახალი მატრიარქატი: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სულ უფრო მეტ კაბიან პრეზიდენტს ვხედავთ“. მასალაში განხილულია „ლედი პრეზიდენტების და პრემიერების“ პოლიტიკური პორტრეტები (ავტორი - იულია ალიოხინა).
