შეცვლის თუ არა ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს
ფორმულას ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, ბიძინა ივანიშვილი კი უკვე მეორედ წავა ფორმალურად პოლიტიკიდან.
“არავითარი ყრილობა არ არის დაგეგმილი”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციაც მცდარია, – “ესეც იგივეა, ერთიანად შეგვიძლია ეს ინფორმაცია განვიხილოთ”.
პირველად ივანიშვილი პოლიტიკიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ წავიდა. მაშინ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა. მაშინ ივანიშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა, თანამდებობის დატოვების შემდეგ კი მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო საზოგადოებაში გადაინაცვლებდა და მის გაძლიერებაზე იზრუნებდა.
პოლიტიკიდან ივანიშვილის ფორმალური წასვლის შემდეგ პოლიტიკური ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც, საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი არაფორმალური მმართველობის პრობლემაზე ალაპარაკდა. მათი შეფასებით, ივანიშვილმა საჯარო თანამდებობები პასუხისმგებლობებისგან გაქცევის მიზნით დატოვა, თუმცა ხელისუფლებასა და საპარლამენტო უმრავლესობაზე მარტვის სადავეებს კვლავ ინარჩუნებდა.
ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარედ დაბრუნების შესახებ 2018 წლის აპრილში განაცხადა. ოფიციალურად თავმჯდომარედ ის 11 მაისს გამართულ ყრილობაზე აირჩიეს. მას შემდეგ ივანიშვილი ამ თანამდებობას იკავებს.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
