„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღნიშნული განცხადება პარტიის ლიდერებმა ბრიფინგზე გააკეთეს.
"გირჩი" საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. შესაბამისი განცხადება "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მე-10 მოწვევის პარალამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
„პატრიოტთა ალიანსი“ მე-10 მოწვევის პარალამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა.
„ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება შეინარჩუნა და უკვე აქვს საკმარისი ადგილები ახალ პარლამენტში, რომ მთავრობის ფორმირება დამოუკიდებლად შეძლოს.
“ეს არის ემოციურ ნიადაგზე გაკეთებული განცხადებები - ვფიქრობ, რიგ ოპოზიციურ ძალებს დაელაპარაკებიან ევროპელი კონსულტანტები და მოუწევს ნაწილს მაინც პარლამენტში შესვლა.
