“დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ოფიციალური ნებართვა გასცა - ქვეყნის მასშტაბით “პფაიზერისა” და “ბიოტექის” ვაქცინა ხელმწისაწვდომი მომავალი კვირიდან იქნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი დადგენილების თანახმად, სტაციონარულ დაწესებულებებს ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის გამოკვლევა ევალებათ კორონავირუსზე.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა, 50 დღის ჩვილი გამოჯანმემრთელდა. ჩვილი მკურნალობის და მონიტორინგის ქვეშ ათი დღე იმყოფებოდა.
ჩამოვარდა თუ ჩამოხსნეს - სოციალური ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში ქალაქის შემოსასვლელში არსებული მთავარი დროშა ქარის გამო ჩამოვარდა. ეროვნული სიმბოლიკა, ქუთაისში ზოგჯერ ქარს მიაქვს, ხან კიდევ ქარი აზინებს და მერია ხსნის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეიდან იწყება ერთჯერადი სოციალური დახმარების გასაცემად განცხადებების მიღება.