დღეიდან ერთჯერადი სოციალური დახმარების გასაცემად განცხადებების მიღება იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეიდან იწყება ერთჯერადი სოციალური დახმარების გასაცემად განცხადებების მიღება.
გახარიას თქმით, ფინანსთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება, რომ დახმარება ახალ წლამდე გაიცეს.
„მოგეხსენებათ, დღეიდან ჩვენ ვიწყებთ მომართვიანობის აღრიცხვას ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დამხარების თაობაზე იმ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ბოლო 2-თვიანი შეზღუდვების შედეგად დროებით დაკარგეს სამსახური. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავეკთეთოთ და ფინანსთა სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, რომ ეს დახმარება გაიცეს ახალ წლამდე, ხოლო მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებას, რათა მათ ეს დახმარება მიიღონ“, – აღნიშნა გახარიამ.
300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დღეიდან იწყება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, უწყებამ მოამზადა მოქალაქეთა მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო რეგისტრაციის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
