დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 102 წლის ქალმა დაამარცხა. მოხუცი ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ის კლინიკაში ორი კვირის წინ შეიყვანეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 636-ს შეადგენს.