ლევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს
ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას, ბატონი ლევან დავითაშვილი დაიკავებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ლევან დავითაშვილი არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას.
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოგეხსენებათ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ეკონომიკის განვითარებაზეა არსებითად დამოკიდებული არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, არამედ, თითოეული დარგის განვითარება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად, მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით, გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, შემადგენლობა, ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი.
სამინისტროს მართვა ყოველდღიურ, მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას. წარმატებები მინდა ვუსურვო ბატონ ლევანს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- „ლელო“, იქნებ, ციხიდან მაინც მიხვდეს და ტელევიზია, რომელიც პრივატიზებული აქვთ, ციხეში ყოფნის პერიოდში მაინც დაუთმონ სხვა ვინმესაც” – ხვიჩია
- “ჩვენ ომს ვუთხარით უარი და ავირჩიეთ მშვიდობა, რადიკალიზმს ვუთხარით უარი და ავირჩიეთ ერთმანეთის გვერდში დგომა” – ზარქუა
- იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
- “ოპოზიცია პარლამენტს აღიარებს თუ არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, რადგან მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის” - კახა კალაძე
- “დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი” - გეკა გელაძე