საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ეპიდემიის გამო, წელს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება.
ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„პარასკევს, 13 ნოემბერს, არის ხსენება თბილისში ჯალალ ედ - დინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა. ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით. ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო, წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17.00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად,“- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
