საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 163 პაციენტი და საერთო რაოდენობა 58 674-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 33 პაციენტი გარდაიცვალა.
თბილისის შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პრეპარატი რემდესივირი ამ ეტაპზე, ერთადერთი ეფექტური ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც ამერიკის კვების და წამლის სააგენტომ ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის დაუშვა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 504 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 76 658-მდე გაიზარდა.
ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მასშტაბით რომ გავრცელდებოდა ინფექცია, რატომღაც წარმოუდგენელი იყო, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში საქართველო- ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ მატჩს ეხმაურება.