აშშ-ში კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების ახალმა ზრდამ Apple-ის მაღაზიების ხელახლა დახურვა განაპირობა.
გერმანიაში, პოლიციელებსა და ქალაქ გიოტინგენში საკარანტინო კომპლექსში მყოფ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ოფიცერი დაშავდა.
დუბაიში ჩასვლის შესაძლებლობა უცხოელ ტურისტებს 7 ივლისიდან ექნებათ.
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 491 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 12 729-მდე გაიზარდა.
ინდოეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა სამსახურმა კომპანია Hetero Labs-ს ამერიკული საწარმო Gilead Science-ის ექსპერიმენტული პრეპარატის რემდესივირის წარმოებისა და გასაყიდად ბაზარზე გამოტანის ნებართვა მისცა.
სოციალური ქსელი Facebook აფროამერიკელების კუთვნილ ორგანიზაციებსა და კომპანიებს 200 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება.