ბრაზილიაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 54 771 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 032 913-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს „ჯონს ჰოპკინსის“ უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ით კიდევ 1 200 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში, დაღუპულთა რიცხვმა 48 954-ს მიაღწია.
ცნობისათვის, ბრაზილია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
