გერმანიაში კარანტინში მყოფ პირებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
გერმანიაში, პოლიციელებსა და ქალაქ გიოტინგენში საკარანტინო კომპლექსში მყოფ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ოფიცერი დაშავდა.
ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
გამოცემის ცნობით, საცხოვრებელ კომპლექსში მცხოვრები 120 ადამიანი ახალი ტიპის კორონავირუსით არის ინფიცირებული, რის გამოც, 18 ივნისს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთლიანი საცხოვრებელი კომპლექსი ჩაკეტა და მის მცხოვრებ 700 მკვიდრს ტერიტორიის დატოვება აუკრძალა.
მაცხოვრებლებმა კომპლექსის ფანჯრებიდან პოლიციელებს ქვები, საბურავები და კომპიუტერები დაუშინეს. რამდენიმე პირმა ტერიტორიის გარშემო აღმართული რკინის გალავნის ჩამოშლა სცადა.
პოლიციამ არეულობის ჩასახშობად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანი საცხოვრებელი კორპუსი 25 ივნისამდე ჩაკეტილი იქნება.
ქალაქის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ მაცხოვრებლები შინ უნდა დარჩნენ, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის შემდგომი გავრცელება.
სიახლეები
- ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს
- საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
- ,,განცხადებები, რომლებიც კეთდება ბრიუსელის მხრიდან, ძირს უთხრის საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებს"- მაკა ბოჭორიშვილი
- ,,ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში, პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები"- მაკა ბოჭორიშვილი
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ,,ჰანის მარანს” საწარმოო პროცესი შეუჩერა
