იაპონიაში, ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ კანონს ვეტო დაადო. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სომხურ პოპულარულ გამოცემა „7 დღე“-ში («7 օր») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გახდება თუ არა ნიკოლ ფაშინიანი სომეხ მიხეილ სააკაშვილად?“, რომელშიც ერთმანეთთან არის შედარებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი და სომხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი (ავტორი - პეტროს ალექსანიანი).
კორონავირუს COVID-19-ის პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 20 ივლისამდე გახანგრძლივდა.
გავლენიან გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგ“-ში («Frankfurter Allgemeine Zeitung») გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით „რისხვა და ტკივილი“ (ავტორი - მარკუს ვენერი), რომელშიც რუსეთ-გერმანიის ურთიერთობის საკითხებთან ერთად, კანცლერ ანგელა მერკელისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირადი ურთიერთდამოკიდებულებაც არის გაანალიზებული.
ფინეთის ყველაზე მრავალტირაჟიან - 130 ათას ეგზემპლარიან საღამოს გაზეთ „ილტა სანომატ“-ში («Ilta-Sanomat») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვილე ჰააპასალომ პროფესია გამოიცვალა და ახლა ხაჭაპურს ჰყიდის“, რომელშიც ერთ-ერთი ფინელი ყოფილი მსახიობის საქმიანობაა გადმოცემული: როცა ვილე ჰააპასალო, კორონავირუსის პანდემიის გამო, უმუშევრად დარჩა, მან ქართული ხაჭაპურის გამოცხობა-გაყიდვა დაიწყო (ავტორი - სუვი კერტულა).