July 9, 2025

იანვარი 26 2024 წაკითხვა 303 ჯერ

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია და საქართველოს საზღვრები ევროკავშირის გარე საზღვრები გახდება. ასე რომ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს საზღვრები ძალიან კარგად არის დაცული არა მხოლოდ საქართველოს გულისთვის, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების ფარგლებში განუცხადა.

იანვარი 25 2024 წაკითხვა 284 ჯერ

გერმანია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე, შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იანვარი 25 2024 წაკითხვა 277 ჯერ

რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობის ბაზაზე ხანძარი გამოიწვია უკრაინული დრონებით დარტყმამ. ამის შესახებ BBC-ს უკრაინული სამსახური წერს კიევში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი ცნობით, ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია.

იანვარი 24 2024 წაკითხვა 288 ჯერ

უკრაინის თავდაცვის სამინიტრო აცხადებს, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.

იანვარი 23 2024 წაკითხვა 298 ჯერ

ღაზაში ჰამასის ტყვეობაში მყოფი ადამიანების ათობით ნათესავი 22 იანვარს ისრაელის პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შეიჭრა და მათ გასათავისუფლებლად შეთანხმების გაფორმება მოითხოვა. ეს მოხდა იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ საერთაშორისო მოწოდებებს ისრაელისადმი, რომ ომის შემდეგ მოლაპარაკება დაიწყოს პალესტინის სახელმწიფოს დაარსების თაობაზე.

იანვარი 23 2024 წაკითხვა 276 ჯერ

ნატომ 1,1 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრაქტი გააფორმა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ტყვია-წამლისთვის - აცხადებს ალიანსი. ტყვია-წამლის ნაწილი უკრაინას მიეწოდება იმ ჩივილების ფონზე, რომ ტყვია-წამლის ნაკლებობა აფერხებს ამ ქვეყნის საბრძოლო ძალისხმევას იქ შეჭრილი რუსეთის ძალების წინააღმდეგ.

გვერდი 72 სულ 330
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.