“წუხელ, ღამით, 2 საათზე გადაყვანილ იქნა სტამბოლის საავადმყოფოში საჰაერო გზით – მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ იმიტომ, რომ გადაყვანა უნდოდათ” - ლალი ტურძელაძე თორნიკე რიჟვაძეზე
,,ის იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას, გაუმჯობესებული პარამეტრებით, თუმცა, მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ იმიტომ, რომ გადაყვანა უნდოდათ”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ, თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
მისი განმარტებით, თურქეთში თორნიკე რიჟვაძის გადაყვანა ოჯახმა გადაწყვიტა.
„წუხელ, ღამით, 2 საათზე გადაყვანილ იქნა სტამბოლის საავადმყოფოში საჰაერო გზით. პატრონების მოთხოვნით, თხოვნა იყო ასეთი. იყო მანამდე საუბარი ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ იმიტომ არ ვთქვით გუშინ, რომ ჩამოყალიბებული არ იყვნენ ამაზე. გუშინ გვიან ღამით გადაწყვიტეს, თვითონ გამოიძახეს რეანიმობილი, ანუ თვითმფრინავი და გადაიყვანეს თორნიკე.
თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას, გაუმჯობესებული პარამეტრებით, თუმცა, მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ იმიტომ, რომ გადაყვანა უნდოდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს. მძიმე პაციენტია. ჩაიბარეს თურქებმა, სხვანაირად არ წაიყვანდნენ იმიტომ, რომ უნდა ეფრინათ და აბსოლუტურად სტაბილური პარამეტრებით, პირიქით – ბევრად გაუმჯობესებული წაიყვანეს“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
