“შავი ფულის ტრიალი იყო წინასაარჩევნოდ და ახლა ერთმანეთს ამხელენ” - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე
“წინასაარჩევნოდ “კარენოი ნაცებისგან” არ გაგვიგია არაფერი, ხმა არ ამოუღიათ, რომ მოქრთამვას აქვს ადგილი. ე.ი. ფული აიღეს,” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა ,,ლელოსთან” დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გაკეთებულ განცხადებას.
ზარქუას თქმით, საეჭვოა ის, რომ წინასაარჩევნოდ, “ნაციონალური მოძრაობას” ამ ფაქტების შესახებ არ განუცხადებია.
“ჩვეულებრივი, შავი ფულის ტრიალი იყო წინასაარჩევნოდ და ახლა ერთმანეთს ამხელენ. კუპრაძეს მანქანა აჩუქეს – ეს არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის, რადგან ყველანაირი ღირებულებებისგან და ავტორიტეტისგან დაცლილი პოლიტიკოსები ჰყავთ. წინასაარჩევნოდ “კარენოი ნაცებისგან” არ გაგვიგია არაფერი, ხმა არ ამოუღიათ, რომ მოქრთამვას აქვს ადგილი. ე.ი. ფული აიღეს. არც ხაზარაძის კრიტიკა მომისმენია “ნაცებისგან”. აქამდე ფულს იღებდნენ მშვენივრად და ხმა არ ამოუღიათ – მაშინ გამოეცხადებინათ, თუ სამართლიანები და ობიექტურები არიან. ეთქვათ, რა ფულს გვთავაზობთ, ძმაო, გაჩუმებისთვის? ახლა რატომ აყაყანდნენ? ა, იმიტომ რომ ჩარეცხეს,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, ,,ნაცმოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ, „ლელო“ მოსყიდვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის წარმომადგენლები „ჩემოდნით დადიოდნენ“ და „ნაცმოძრაობის” წევრებს სთავაზობდნენ, მათ გვერდით დამდგარიყვნენ, ფული კი იმდენი ექნებოდათ, რამდენიც დასჭირდებოდათ.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
