8 თვიანი ჩაკეტვის შემდეგ ენგურის ხიდი იხსნება
8-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ დღეიდან ენგურის ხიდი იხსნება.
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შესაძლებლობას, დადებითად აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
"თითქმის ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ცალკეული რეგულაციების გამოყენებით, აღდგა გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებას. აღნიშნული ფაქტი, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, შესაძლებლობას მისცემს კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოინახულონ საკუთარი ოჯახის წევრები და ნათესავები და ისარგებლონ ცალკეული სიკეთეებით რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობთ," – ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
