მზად არის თუ არა აფხაზეთი უზრუნველყოს რუსეთიდან ჩასული ტურისტების ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება

ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ტვირთები ტრანზიტით მესამე ქვეყნებში აფხაზეთის გავლით გადიოდეს, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სააგენტო „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ფულის გამომუშავების და მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობას ქმნის.

 

„თუ ამით დაინტერესებული არიან რუსეთი და სომხეთი, და როგორც მესმის, ეს ასეცაა, მაშინ ჩვენც დაინტერესებული ვართ, რომ ტვირთები ტრანზიტით მესამე ქვეყნებზე აფხაზეთის გავლით გადიოდეს. ეს არის შესაძლებლობა ფულის გამომუშავებისთვის, საკუთარი მოქალაქეების დასასაქმებლად. ამ საკითხში ჩვენ გვსურს ვიმოქმედოთ რაციონალურად“, – განაცხადა ბჟანიამ.

 

მან ასევე საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

 

„ჩვენ ქართულ სახელმწიფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არ გვაქვს. ისინი ჩვენ არ გვაღიარებენ. სახელმწიფოთაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს აღიარებენ, ხელმოწერილია შესაბამისი დოკუმენტები. მდინარე ენგურსა და ზემოთ მონაკვეთზე გადის აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი. ადამიანები გადიან, ბრუნდებიან, მიდის ვაჭრობა. ჩვენ ეს ვაჭრობა აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ, მივმართოთ ჩვენი სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების უზრუნველსაყოფად. ხაზგასმით აღვნიშნავ, საუბარი არ არის საქართველოსთან ვაჭრობაზე“, – განაცხადა ბჟანიამ.

 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დისკუსიებზე აფხაზეთი უკვე მრავალი წელია აყენებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის საკითხს.

 

„ჩვენ ერთი და იგივე საკითხი გვაქვს უკვე მრავალი წელია – ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა. თითქოს ქართული მხარეს იმავე საკითხს სვამს, ამბობს, რომ უნდა გვქონდეს ნორმალური ურთიერთობები, უნდა ამაღლდეს ნდობის დონე. ნორმალური ურთიერთობები და ნდობა რაღაცნაირად ცუდად ებმის ომს, სწორია?“, – აღნიშნა ბჟანიამ.

 

კითხვაზე, მზად არის თუ არა აფხაზეთი უზრუნველყოს რუსეთიდან ჩასული ტურისტების ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება, ბჟანია პასუხობს:

 

„ყოველგვარი ეჭვის გარეშე. დაწესებულებებმა, რომლებიც ტურისტების მიღებითა და განთავსებით არიან დაკავებული, მიიღეს გარკვეული გამოცდილება. აქვთ აუცილებელი საშუალებები, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ შედეგები, თუ გამოვლინდება ინფიცირებული. პრობლემის მნიშვნელობა ყველას კარგად ესმის, თუ გარკვეული დროის წინ ვინმეს ამ ისტორიის არ სჯეროდა, ახლა ყველას ესმის. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამ პრობლემის მიმართ უკვე გამოგვიმუშავდა იმუნიტეტი, მათ შორის ფსიქოლოგიური“, – განაცხადა ბჟანიამ.

 

წაკითხვა 682 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.