"კეთილი იყოს თქვენი ფეხი აფხაზეთში! ანუ წამოდი, უნდა მოგკლათ!.."
როგორ ხვდება ოკუპირებული აფხაზეთი ტურისტულ სეზონს
ოკუპირებულ აფხაზეთში საკურორტო სეზონი იწყება. მოსახლეობა ტურისტების მოლოდინშია, თუმცა რეგიონში ვითარება ისევ არასტაბილურია. აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის სამინისტრო აცხადებს, რომ წელსაც ნახევარი მილიონი ტურისტის მიღებას ელიან. თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ წელს ტურისტებისთვის ბევრად სახიფათო ვითარებაა, ვიდრე შარშან იყო - კანტიკუნტად ჩამოსულ ტურისტებს პირდაპირ პლაჟზე ძარცვავენ, შეიარაღებული პირები დღისით-მზისით გზებზე აჩერებენ და აყაჩაღებენ ავტომანქანებს. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი სკანდალური საქმეა პეტერბურგელი არტიომ რუსკიხის ამბავი, რომელიც ე.წ. მილიციამ ნარკორეალიზატორად,
უფრო სწორად, "ზაკლადჩიკად" ჩათვალა და სასტიკად გაუსწორდა.
აფხაზურ მედიას ეს არ გაუშუქებია, თუ არ ჩავთვლით სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ-არხებს, სადაც პეტერბურგელ ახალგაზრდაზე ძალადობას ეხმაურებიან. აფხაზური მედიისგან განსხვავებით, რუსული მედია აქტიურად განიხილავს მომხდარს.
28 წლის რუსკიხი ინჟინერია, ჰყავს მეუღლე - მხატვარი დარია მოროზოვა. რუსული მედიის ცნობით, ცოლ-ქმარს მოგზაურობა ჰყვარებია. "2021 წელს საქართველოში მოგზაურობას გეგმავდნენ, თუმცა ლოკდაუნმა გეგმა შეუცვალა, ამიტომ ცოლ-ქმარმა აფხაზეთი აირჩია. მათ კიდევ ერთი მეგობარი გოგონა შეუერთდა... ჯერ გაგრაში გეგმავდნენ ორი დღის გატარებას, ოთხი დღით - ახალ ათონში, ორი დღით კი სოხუმში დარჩენა ჰქონდათ ჩაფიქრებული. თუმცა გაგრას ვერ გასცდნენ, არტიომი ღვინის ბოთლით ხელში დააკავეს და აქედან დაიწყო ყველაფერი", - წერს გამოცემა.
...მივხვდი, რომ მომკლავდნენ, გვამს კი სადმე გადააგდებდნენ და "ვაღიარე", რომ ტყეში დავმალე. მივიდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. დაჰკითხეს ჩემი ცოლიც... შემდეგ მილიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ თურმე ჩემზე მხოლოდ "მსუბუქი ზეწოლა" იყო. სამივე საზღვართან დაგვტოვეს და გამაფრთხილეს, არასდროს დავბრუნებულიყავი აფხაზეთში. ასე დასრულდა ჩემი "დასვენება" "სტუმართმოყვარე" აფხაზეთში", - წერს არტიომ რუსკიხი.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას მრავლობითი მოტეხილობა და თირკმელების დაზიანება აღმოაჩნდა.
როგორც აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, ტურისტული სეზონის დაწყების წინ ეს ძალიან ცუდი ნიუსია, რომელიც აუცილებლად აისახება დამსვენებლების რაოდენობაზე. თუმცა ყველამ იცის, რომ მილიციაში ადამიანის წამება "გამოსატეხად" არც პირველია და არც ბოლო.
"ჩვენს მილიციას არ ვენდობი, მაგრამ მაინც არ მჯერა, რომ ქუჩაში უსაფუძვლოდ დააკავეს რუსი ტურისტი და უდანაშაულო ახალგაზრდას არაადამიანურად გაუსწორდნენ. სომხები და რუსები აქ მხოლოდ დასასვენებლად არ ჩამოდიან, ნარკოტიკიც შემოაქვთ ქვეყანაში. ასე რომ, რუს ტურისტს სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკავებდნენ, მით უფრო, რომ გაი-ც კი გაფრთხილებულია, რუსულნომრებიანი მანქანა უმიზეზოდ არ გააჩერონ", - წერს ანა ქაჯაია.
"ხომ ვერ გვირჩევთ, რით ვირჩინოთ თავი?!"
"კოვიდპანდემიამ ისედაც წელში გაგვტეხა და წელს რა იქნება, არც მინდა ვიფიქრო... ძველი, მუდმივი დამსვენებლები რომ რეკავენ, გვეკითხებიან, რა შეცვალეთ სახლში, სველი წერტილები მოწესრიგებულია, დენი და წყალი მართლა გრაფიკით გაქვთო?. სიმართლე რომ ვუთხრათ, არ ჩამოვლენ და დავრჩებით უფულოდ. რომ მოვატყუოთ, მათ სარკასტულ პოსტებს რა გაუძლებს. ანქვაბისა და ბჟანიას გუნდს მივმართავ: მე და ჩემი ოჯახი ვერ ვქურდობთ, ვერც ნარკოტიკებს ვყიდით, არც ქართველებისგან დაგვრჩენია სახლები, ჰოდა, რით ვირჩინოთ თავი, ხომ ვერ გვირჩევთ?!" - კითხულობს ანა ბარციცი.
"აღარ ვიცით, წავიდეთ თუ დავრჩეთ ამ ქვეყანაში"
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი