"მინდა მივმართო საქართველოს ელჩებს, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? - რუსეთს გინდათ ემსახუროთ?"
მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? - რუსეთს გინდათ ემსახუროთ? - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებს, პრეზიდენტის სასახლეში გამართული ბრიფინგის დროს.
აღნიშნული განცხადება ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? ხომ წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ცხოვრობთ და თქვენ, არ გიჭირთ იქ ცხოვრება, თქვენ გაქვთ დანაზოგებიც ყველაფერი გაქვთ და იფიქრეთ თქვენც. რომელ ქვეყანას, რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ, აქ რუსეთი არის [იქნება], თუ ჩვენ, ყველამ, ხმა არ ამოვიღეთ“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და
სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
