December 22, 2024

,,რამდენი ათასიც არ უნდა იყოს დემონსტრანტი, არცერთს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა"- შალვა პაპუაშვილი

რაც შეეხება დემონსტრანტებს, არავის, რამდენი ათასიც არ უნდა იყოს, არცერთს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა. აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალის გამოყენების ნებისმიერი აქტი არის ძალადობა და აქ წერტილი. არანაირი „გავბრაზდი“, „იმედგაცრუებული ვარ“, „ემოციური ვარ და ამის გამო ქვა უნდა ვესროლო პოლიციას“, ასეთი არანაირი გამართლება არ არსებობს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს, უპირველეს ყოვლისა, ქართულ წესებთან, თავი რომ დავანებოთ იმ ფსევდო ევროპულობას, რომელსაც ამ აქციის ზოგიერთი აგრესიული მონაწილე იბრალებს“-, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ზოგადად, სამწუხაროდ, ბოლო ათი დღეა რუსთაველის გამზირი იქცა ძალადობის კერად. ჩვენ ყოველ საღამოს ვხედავდით, ერთი-ორი დღის შუალედით. ვნახეთ, რომ ორი დღე მშვიდობიანად მიმდინარეობდა მანიფესტაცია და როგორც ჩანს, ამითაც დაიძაბნენ, რომ მუხტი ეცემოდა და შემდეგ დღეს, კვლავ პიროტექნიკით ააჭრელეს აქაურობა და თავს ესხმოდნენ პოლიციელებს. იმის თქმა მინდა, რომ ზოგადად, ძალადობის კერად იქცა რუსთაველის გამზირი, სამართალდამცველებს რისი აღკვეთაც შეუძლიათ, რა ძალადობის აღკვეთასაც ახერხებს, იმას აღკვეთენ, თუმცა მთლიანად ვხედავთ, რომ რაღაც ქაოტურ გარემოს ქმნიან რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის ცალკეული მონაწილეები, ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა არის, რომ პოლიციას ყველა ამ საკითხზე რეაგირება არ შეუძლია. (პოლიცია) რისი შემსწრე იყო და რეაგირება მოახდინა, ეს სპეციალური სამსახურის გამოძიების ნაწილია და ყველა ამ საკითხს პასუხს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გასცემს. ეს დღეები, ბევრ დანაშაულზე რეაგირება ვერ ხდებოდა, ვხედავდით, რასთან გვქონდა საქმე, პოლიციელებს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ მაშხალებს.

გულწრფელი მოძალადე არ არსებობს, როდესაც მაშხალას ესვრი ოპერატორს, პოლიციელს. პოლიციელზე თავდასხმა არის უფრო მძიმე დანაშაული, კანონმდებლობით პოლიციელები განსაკუთრებულად დაცული არიან და როდესაც პირდაპირ დამიზნებით საარტილერიო ცეცხლს უხსნი პოლიციას, პარლამენტის უკან, პირდაპირ ეთერში ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ამას კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც გულწრფელობასთან, არც ქართველობასთან და საერთოდ, ადამიანურ ღირებულებებთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, სახალხო დამცველის განცხადებები რეალობასთან აცდენილია.

„როდესაც საუბარია, რამდენად ძალადობრივი იყო თავად აქცია, სამწუხაროდ, აქაც სახალხო დამცველი განცხადებები ვფიქრობ, აცდენილია რეალობას იმ მხრივ, რომ მშვიდობიანად მოიხსენიებს აქცია, როდესაც თავს ესხმიან პოლიციელებს. როგორც ჩანს, მისი მიდგომა არის ასეთი, ვინც თავს ესხმის, ის არის მხოლოდ მოძალადე და ამ მხრივ აქცია მთლიანად არის მშვიდობიანი. მარტივი კითხვაა, როგორ წარმოუდგენია სახალხო დამცველს, აი, ის საარტილერიო ცეცხლი რომ გაუხსნა ადამიანმა, ან თუნდაც პარლამენტის წინა პერიმეტრიდან, როდესაც შუშებს მაშხალებით ამტვრევენ, როგორ წარმოუდგენია, ორი პოლიციელი გამოეყოფა კორდონს, შევა ხალხის მასაში დააკავებს იმ ადამიანებს და გამოიყვანს? ასე წარმოუდგენია ეს აღკვეთა? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 110 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.