აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის ინფორმაციით, ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუა 2025 წლის 30 მარტს გათავისუფლდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა განაცხადა.
კიუტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბებუა იზოლატორს ვადამდე ადრე დატოვებს.
„ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ეს ფაქტი, ალბათ, ყველამ იცის. მან ეროვნული დროშა დაწვა, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 9 წლის ვადით დაეკისრა. ჯამში 4 წელი და 6 თვე უნდა იჯდეს. 30 მარტს მას წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა ეწურება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ნაადრევად გაშვებას. ეს ყველაფერი ხდება იმ მუხლებისა და იმ პირობების შესაბამისად, რაც მას სასამართლომ დაუნიშნა“, - აღნიშნა კიუტმა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კოლონიები არ არის, მხოლოდ წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებია. ამის გამო ე.წ. კანონის მიხედვით, ერთი წელი პატიმრობა ორ წელს უტოლდება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
