"ვერავინ დაარღვევს ჩვენს საზღვარს"-ანატოლი ბიბილოვი
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ე.წ. ძალოვან უწყებებს დაავალა, დე ფაქტო რესპუბლიკის „საზღვრები“ გააძლიერონ.
„სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჩვენი პოსტები საჭირო რაოდენობით განთავსდება იქ, სადაც ამის აუცილებლობა იქნება. ვერავინ დაარღვევს ჩვენ საზღვარს“, - განაცხადა ბიბილოვმა და „რესპუბლიკის“ მცხოვრებლებს დაპირდა, რომ უსაფრთხოდ იქნებიან.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „ბიბილოვი საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა, სადაც ქართველმა სამართალდამცველებმა ბლოკ-პოსტი განათავსეს“.
ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ დასახლებული პუნქტების - წნელისის და გვირგვინას რაიონებში „მესაზღვრეებმა“ ჯავშანმანქანებით რეიდი განახორციელეს, რომელთაც კოორდინაციას ბიბილოვი და „უშიშროების კომიტეტის“ მეთაური ოლეგ შირანი უწევდნენ.
ოთხშაბათს, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა სოსლან კოკოევმა „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ ქართველმა პოლიციელებმა ოკუპირებული რეგიონის სოფელ წნელისთან ბლოკ-პოსტი განათავსეს.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
