„ჩერნომორენერგოს“ ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგება რუსეთიდან დაიწყო
„ჩერნომორენერგოს“ ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები მოიხსნა.
კომპანიის „ფეისბუქ“ გვერდზე აღნიშნულია, რომ პირველი თებერვლის ღამის ორი საათიდან რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გადინება დაიწყო.
ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, „რესპუბლიკაში“ კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე 439.13 მეტრამდე დაეცა. „თუ წყალსაცავში წყლის დონე 420 მეტრს მიაღწევს, ენგურჰესი მუშაობას შეაჩერებს“,- ნათქვამია სტატიაში.
ცნობისთვის, შპს „ენგურჰესმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონე 439 მეტრს შეადგენს. შესაბამისად, დარჩენილი რესურსისა და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“ აფხაზეთის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
