აფხაზეთში ე.წ საზღვრის კვეთისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს მხარდაჭერით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც აფხაზეთის ე.წ საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
გალის რაიონის სოფელ ალაკუმხარაში დაკავებულნი არიან 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია.
მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
დაკავებულები საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
