ენგურის ხიდი ისევ ჩაიკეტა
ენგურის ხიდი, რომელიც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 22 ივნისს გაიხსნა, დღეს ისევ ჩაიკეტა.
ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნების უფლება მხოლოდ ე.წ. აფხაზური პირადობისა და დროებითი საცხოვრებლის მქონე პირებს ჰქონდათ.
ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება აკრძალული იყო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ე.წ. საზღვარი 794-მა მოქალაქემ გადაკვეთა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
