მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა
რუსეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა.
რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მყოფი ვერცერთი ადამიანი მედვედევის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვეღარ იპოვის.
როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწერა და საქართველოს მოქალაქეების უკმაყოფილება და უარყოფითი რეაქციები დაიმსახურა.
"მთავარი არხი" დაინტერესდა, იძებნება თუ არა მისი Facebook-გვერდი სხვა ქვეყნებში. მაგალითად, გერმანიაში. აღმოჩნდა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, დიმიტრი მედვედევის Facebook-პროფილი გერმანიაში მყოფთათვის ხელმისაწვდომია.

რუსეთის გადამდგარმა პრემიერმინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომს ვრცელი პოსტი 8 აგვისტოს მიუძღვნა. დაწერა, რომ რუსულმა მხარემ "ნაძირლების ქმედებებს უპასუხეს".
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
