“სომხეთს და აზერბაიჯანს, მათი სურვილის შემთხვევაში, მოლაპარაკების ადგილად თბილისი უნდა შევთავაზოთ”
“ვთვლი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მხარე ყველა ძალას იღონებს, რომ მოვლენებმა ასეთი განვითარება არ მიიღოს იმიტომ, რომ ასეთი აპოკალიფსური სცენარი არავის ინტერესებში არ შედის.
აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება მოხდება იმის ირგვლივ, რომ ამ კონფლიქტის კონსერვაცია მოხდეს”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბარში გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის განახლებას. როგორც ფხალაძე ამბობს, აუცილებელია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი კონფლიქტის შეჩერება დაუყოვნებლივ მოხდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სომხეთს და აზერბაიჯანს, მათი სურვილის შემთხვევაში, მოლაპარაკების ადგილად თბილისი უნდა შევთავაზოთ” - ფხალაძე.
“ეს ისეთი ჩიხია, რომ აქ არ შეიძლება გამარჯვებული არსებობდეს იმიტომ, რომ ეს იმ ტიპის კონფლიქტია და ამაში იმდენი მხარეა ჩარეული, რომ ეს საზიანოა როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე სომხეთისთვის. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ძალა და საშუალება იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ამის კონსერვაცია რაც შეიძლება მალე მოხდეს. “სამწუხაროდ, კონფლიქტის გადაწყვეტაზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ ეს პრობლემა ასე უცებ არ მოგვარდება, მაგრამ კონსერვაცია რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. მოდით ასე ვთქვათ, რომ რუსეთი კონფლიქტში თავიდან ბოლომდე ჩართულია, ჩართულია ორივე მხარეს, როგორც წაქეზებაში, ასევე იარაღის მიწოდებაში, პროვოკაციების მოწყობაში და ბევრ სხვა რამეში. რაც შეეხება თურქეთს, ის აზერბაიჯანს პოლიტიკურ მხარდაჭერას ყოველთვის აძლევს, თუმცა როგორც კონფლიქტის მხარე, რთულად წარმომიდგენია იმიტომ, რომ ესაა ფაქტიურად აპოკალიფსური სცენარი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“თუკი შეიარაღებულ კონფლიქტში ქვეყნები ღიად ჩაერთვნენ, ამის შედეგები მგონია რომ თურქეთსაც და რუსეთსაც ძალიან კარგად ესმით. ამიტომაც ვთვლი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მხარე ყველა ძალას იღონებს, რათა მოვლენებმა ასეთი განვითარება არ მიიღოს იმიტომ, რომ ასეთი აპოკალიფსური სცენარი არავის ინტერესებში არ შედის. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება მოხდება იმის ირგვლივ, რომ ამ კონფლიქტის კონსერვაცია მოხდეს. საქართველო კარგ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდება, ცხადია. ეს ყველაფერი ჩვენ საზღვრებთან ორ მოსაზღვრე სახელმწიფოს შორის ხდება. სომხეთთან ჩვენ კარგი ურთიერთობები და მნიშვნელოვანი პროქტები გვაქვს, აზერბაიჯანი ხომ საერთოდ სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ეგზისტენციალური მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება. ამიტომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იმაში, რომ სამშვიდობო პროცესებში წვლილი შევიტანოთ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნებოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ამ კონფლიქტთან მიმართებაში რუსეთის ტაქტიკა, როგორც წესი, არასოდეს იცვლება - ორივე მხარეს აქეზებს, იმის ინსპირაციას ახდენს,რომ შეტაკება, დაძაბულობა მოხდეს და შემდგომ გვევლინება, როგორც კონფლიქტის გასაღების მფლობლი, რომელსაც შეუძლია ორივე მხარის ლიდერებს დაურეკოს, ან ისინი ერთმანეთს თავის ტერიტორიაზე შეახვედროს და თუ დავაკვირდებით, სამაგიეროდ ან ახალ კონტრაქტს, ან რაღაც სტრატეგიულ ობიექტში უფრო მეტ წილს იღებს ხოლმე და ა.შ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ერთგვარი ჩიხია, რომელიც უნდა გაირღვეს, სადაც ახალი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ვიფიქროთ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, მხარეების შეხვედრის ადგილი იყოს არა სოჭი, ან სხვა ადგილი, არამედ, მაგალითად, თბილისი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები ნეიტრალური ადგილია, სადაც შეუძლიათ ისაუბრონ და მოლაპარაკება გამართონ. ეს ჩვენთვისაც კარგია იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ განცხადებებით დავაფიქსირებთ, რომ მშვიდობას ვემხრობით, არამედ გარკვეულ აქტიურ ნაბიჯებსაც ვდგამთ, რაც რეგიონში საქართველოს როლსაც ამაღლებს”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში