"საქართველოს ბრალდება რუსეთის მისამართით უსაფუძვლო და პოლიტიზებულია"
საქართველოს ბრალდება რუსეთის მისამართით მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლის თაობაზე, უსაფუძვლო და პოლიტიზებულია. „ტასს“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას მიერ გავრცელებულ კომენტარში.
„გაოცებულები ვართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ოქტომბრის განცხადებით, თითქოსდა რუსეთის წარმომადგენლების მიერ ჩაიშალა კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი, რომელიც გადაიდო. მიგვაჩნია, რომ ბრალდება ჩვენი მისამართით არის დაუსაბუთებელი და პოლიტიზებული“ , - განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება 6-7 ოქტომბერს მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის ჩატარებაზე თავშეკავების შესახებ მიღებულია, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსური დელეგაციების მიერ იმ სერიოზული შეზღუდვების და ლოგისტიკური პრობლემების გათვალისწინებით, რაც გამოწვეულია პანდემიისგან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6-7 ოქტომბერს დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
