გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ცხინვალში ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისში გადმოიყვანეს. ამის შესახებ ოსური მედია წერს, რომლის ცნობითაც, დაშავებული სამი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" დახმარებით ისინი სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ არიან ჰოსპიტალიზებული.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ ბორდერიზაცია, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა.
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა - საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურად აფხაზთა ერთ ნაწილს შორის საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 30 სექტემბერს დასრულდა.
2008 წლის, აგვისტოს 5 დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. რუსეთის მიერ საქართველოსთან წარმოებულმა ომმა შეიწირა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, გარდაიცვალა 14 პოლიციელი, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა.