“ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება მარტივდება. დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა 16 მაისს მოაწერა. მთავარი ცვლილება ისაა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებს, სხვა უცხოელებისაგან განსხვავებით, რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა არ მოეთხოვებათ.
“ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი ითხოვს, საქართველომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გააუქმოს”. პარალელურად, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვს ეწვევა.
საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად რუსეთი ნამდვილად მზად არის , - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
რუსეთში საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები 1-ელი მაისიდან დაიწყება,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.