სომხურმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა გამოცემა „ინფოპორტ“-მა («Infoport») გაავრცელა სტატია სათაურით „ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა, საქართველოს გავლით, რუსეთ-სომხეთის რკინიგზის ამოქმედების საკითხი უნდა გადაწყვიტონ“, რომელიც მომზადებულია ერევანში არსებული ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორის აშოტ თავადიანის მოხსენების საფუძველზე.
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა.
ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია ქართველი დეპუტატების მიერ ჩატანილ ხატს საჩუქრად არ იღებს და უკან დააბრუნებს, - ამის შესახებ ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
რუსული ყოველკვირეული გაზეთის „არგუმენტი ი ფაკტის“ (Аргументы и факты») დღევანდელ, 27 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩვენ ქართველები არ ვართ, მაგრამ რუსები გვიყვარს“ // რატომ ჩუქნის რუსეთი ფულს თავის მოწინააღმდეგეებს?“,რომელშიც განხილულია ჩრდილოეთ კავკასიის ტურიზმის სფეროში შექმნილი სიტუაცია (ავტორი - გიორგი ზოტოვი).
სამხრეთ ოსეთის ხალხი საკუთარ მომავალს მხოლოდ რუსეთთან ერთად ხედავს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
გაზეთ „ვაშინგტონ თაიმს“-ში («The Washington Times») გამოქვეყნებულია აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის სტატია სათაურით „რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ: ოკუპაცია და დეზინფორმაცია „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით“.