პენტაგონში აცხადებენ, რომ კიევის შემოგარენიდან რუსული ჯარის გადაადგილება პოზიციის ცვლილებას ჰგავს და არა ჯარის გაყვანას
პენტაგონში აცხადებენ, რომ კიევის შემოგარენიდან რუსული ჯარის გადაადგილება პოზიციის ცვლილებას ჰგავს და არა ჯარის გაყვანას. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
თავდაცვის უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კიევის შემოგარენიდან რუსეთის ჯარის მცირე ნაწილმა უკან დაიხია, რუსეთს კვლავ შეუძლია ქალაქზე „მასობრივი სისასტიკე“ განახორციელოს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს პოზიციის ცვლილებაა და არა რეალური ჯარის გაყვანა და ყველანი მზად უნდა ვიყოთ, უკრაინის სხვა ტერიტორიებზე დიდი შეტევისთვის“, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კიბრიმ.
მისი თქმით, ჯარების ნაწილი ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რომელია მათი საბოლოო დანიშნულების პუნქტი.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
