რას იწვევს "ზარინი" - გიგა ინაშვილი მარიუპოლში გამოყენებულ მომწამვლელ ნივთიერებაზე
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა, რომელიც მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.
„მარიუპოლში დრონიდან მომწამვლელი ნივთიერება ჩამოაგდეს. დაშავებულებს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ“ , - ნათქვამია „აზოვის“ ბატალიონის „ტელეგრამ“ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უკრაინული მედია წერს, InformNapalm-ი იუწყება, რომ შესაძლოა ადგილზე "ზარინი" გამოიყენეს, რომელიც ქიმიური იარაღია.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი ეხმაურება:
"ზარინი" — უფერო, უსუნო სითხე ქიმიური ფორმულით C4H10FO2P. "ზარინი" ნერვული აგენტების რიცხვშია, რის გამოც მას ქიმიურ იარაღად იყენებენ. ის მასობრივი განადგურების იარაღთა სიაშია. 1997 წელს ქიმიური იარაღის კონვენციით "ზარინის" წარმოება და დასაწყობება აიკრძალა და ის ქიმიური იარაღის I კატეგორიაში მოხვდა.
სხვა ნერვული აგენტების მსგავსად, "ზარინი" უტევს ნერვულ სისტემას და კუნთების დამბლას იწვევს. სიკვდილის მთავარი მიზეზი ასფიქსია ხდება, რადგან სუნთქვაში მონაწილე კუნთები ითიშება.
"ზარინით" გამოწვეული პირველი სიმპტომები არის სურდო და გულ-მკერდის არეში შებოჭილობა. ამის შემდეგ, მოწამლულს ეწყება გულისრევა, სუნთქვის უკმარისობა და ნერწყვდენა. მოგვიანებით ადამიანი მთლიანად კარგავს კონტროლს საკუთარ სხეულზე, რაც კრუნჩხვაში გადაიზრდება. საბოლოოდ, მსხვერპლი ვარდება კომაში და კრუნჩხვით სპაზმებთან ერთად სუნთქვაც უჩერდება.
სუფთა სახის "ზარინი" ციანიდზე 26-ჯერ მეტად სასიკვდილოა.
პირველადი ინფორმაციით მარიუპოლში სწორედ "ზარინი" გამოიყენეს," - წერს გიგა ინაშვილი.
ცნობისთვის, ქიმიური იარაღის წარმოება და გამოყენება გაეროს ფარგლებში არსებული „ქიმიური იარაღის კონვენციის“ საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალულია. შეთანხმებას, ხელს რუსეთის ფედერაციაც აწერს.
სიახლეები
- "ძალადობა, ვანდალიზმი, თავდასხმა სამართალდამცველებსა და საჯარო ინსტიტუტებზე სცდება მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი განმარტების ზღვარს"
- "მელიამ პოლიციას თავი დააჭერინა და უნდათ სხვაზე გადაიტანონ" - მამუკა მდინარაძე
- "უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - დონალდ ტრამპი
- "პოლიციელებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს" - გელა გელაძე
- "ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად და კიდევ უფრო დაფასებულად იგრძნობს" - ირაკლი კობახიძე